20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა თანამდებობა – კობახიძე

მმართველი გუნდის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის სისხლიან ღამეზე  საუბრობს და აცხადებს, რომ “გავრილოვის ღამის” შემდეგ, გუნდში იყო მოსაზრება, რომ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან უნდა გადამდგარიყო.

“20 ივნისის შემდეგ უახლოეს პერიოდში, არაერთი ლიდერი საუბრობდა და იყო ასეთი მოსაზრება, რომ უმჯობესი იყო გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. და ეს საკითხი მომწიფებულიც იყო რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ დავეთანხმეთ. რაღაცამ შეცვალა არა ვიღაცამ”, – აღნიშნა კობახიძემ.