“2008 წელს საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა“–ჯონ ტეფტი აშშ–ს ახალ სახელმწიფო მდივანზე

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი დაასახელა. ბლინკენი ჯო ბაიდენთან წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც ბაიდენის სენატორობის ასევე ვიცე-პრეზიდენტობის დროს.

ბლინკენი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი და ჯერ სენატორის და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ამ ამპლუაში, ბლინკენი ბაიდენთან ერთად ხშირად მოგზაურობდა და მნიშვნელოვანი მიმართვების დროს, მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტებს სწორედ ის ამზადებდა.

„ამერიკის ხმა“ აშშ-ის ვეტერან დიპლომატს და საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს ჯონ ტეფტს ტონი ბლინკენზე ესაუბრა. ტეფტი ამერიკის ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც ელჩის თანამდებობაზე ლიეტუვასთან ერთად, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში იმსახურა. ის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე რუსეთის საქართველოში შეჭრის, უკრაინაში მაიდნის რევოლუციის, ხოლო მოსკოვში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიის დროს დაინიშნა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტეფტს ბლინკენთან ხშირი შეხება ჰქონდა.

“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთწოდებული, „მილიარდ დოლარიანი პაკეტის“ სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯონ ტეფტმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში ტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა.

„მისი როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა.“

ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა – პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს და შემდეგ თითქმის ერთი წლის თავზე, 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში.

ტეფტი იხსენებს, რომ ამ ვიზიტის დროს მან ტონი ბლინკენთან ახლოს იმუშავა და მასთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.

ემოციურ სიტყვაში მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საწინააღმდეგო რჩევების მიუხედავად, ის საქართველოში ჩავიდა.

„მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს დაპირებას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი”, განაცხადა მაშინ ბაიდენმა.

ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ ცდილობდა, რაც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში დაიწყო. ამ ნაბიჯმა როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში მაშინ შეშფოთება გამოიწვია. ბლინკენის რეკომენდაციით, ბაიდენმა საკუთარ სიტყვაში ამ წუხილზეც ისაუბრა.

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ – არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.

ამ და სხვა მიმართვების გათვალისწინებით, რომელთა ტექსტების პირველი ვერსიაც ბლინკენმა ბაიდენს დაუწერა, ტეფტი ამბობს, რომ მომავალი პირველი დიპლომატი „სიტყვით გამოსვლის უბადლო“ ექსპერტია. ტეფტი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ვინმემ გამოსვლის ტექსტი მოუმზადოს ისეთი მაღალი რაგნის თანამდებობის პირს, როგორიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია, მას დეტალურად უნდა ესმოდეს თემის ნიუანსები და ზუსტად იცოდეს ის, თუ რისი თქმა სურს სიტყვის წარმომთქმელს და როგორ დააწინაურებს ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.

ტეფტი ამბობს, რომ ბლინკენს არა მხოლოდ ეს უნარები აქვს, არამედ მას სენატში მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობის და ოპონენტებთან მოლაპარაკებების კარგი გამოცდილება აქვს.

ბაიდენთან ერთად საქართველოსთვის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე მისი რესპუბლიკელი კოლეგა სენატორი რიჩარდ ლუგარიც აქტიურად მუშაობდა. ბაიდენმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ლუგარი მას შემდეგ შეცვალა, რაც რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს. ტეფტს საქართველოს დახმარების პაკეტზე მუშაობა ამ ორპატიული თანამშრომლობის მაგალითად მოჰყავს.

„ორივე მათგანი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ იმაში, რომ როგორც სენატორებს აღრმასრულებელი მთავრობისთვის ბიძგი მიეცათ დახმარების პაკეტის შემუშავებაში, არამედ იმაშიც, რომ სენატში ამ პაკეტის მიმართ ორივე პარტიაში მხარდაჭერა შეემუშავებინათ. ეს პერიოდი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უდიდესი შემოქმედებითობით და წინდახედულობით გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ტონის კარგად ესმის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა,“ თქვა ჯონ ტეფტმა.

მისივე თქმით, ტონი ბლინკენი არის ადამიანი, რომელსაც „ღრმა ფესვები აქვს“ დიპლომატიასა და ამერიკის ღირებულებებში. ტეფტს სჯერა, რომ ბლინკენი, როგორც ამერიკის მომავალი პირველი დიპლომატი აცნობიერებს, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო მან „შემოქმედებითი და ახალი გზები უნდა გამონახოს“ ამერიკის ინტერესებისა და მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად.

მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატის ნომინაციის დასამტკიცებლად სენატისთვის წარდგენა.

წყარო: ამერიკის ხმა

მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს – მელია მერაბიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას...

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე...

ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

"ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის "-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა,...

ევროსაბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიკავონ პარლამენტში მოპოვებული ადგილები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას...

ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

"ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,...

“ეს მავნებლები გავისტუმროთ” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. კითხვაზე, "არის თუ არა შანსი,...

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო