2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს – პროკურატურა ფურცხვანიძის საქმეზე

“2019 წლის სატელიტური ფოტოები შვილს დაამუშავებინა, თითქოს ის გადაღებული იყო 2020 წლის 19 ივლისს”- პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც დავით ფურცხვანიძემ მიხეილ რამიშვილისგან თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ადგილსამყოფელის კოორდინატები მიიღო, თავის შვილს სატელიტური ფოტოები დასამუშავებლად გაუგზავნა, რათა შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. აღნიშნულის შესახებ გუმბერიძემ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადა.

“დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას მოსამართლის მიერ დ.ფ.-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ, უფლების შესახებ არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

დაკავებული ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები. მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით.”- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ბადრი ესებუას 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, პრობლემა არ არის –...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი...

დავაი სამტრედიიდან! კახპა, ძუკნა ქალო – სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ნანუკა ჟორჟოლიანს

"ნაციონალურმა მოძრაობიდან" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის...

ამდენი ემოცია არც ერთ სვან კაცში მინახავს, როგორც ჩანს, ნაწყენია – წულუკიანი ჯაჭვლიანზე

ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ ქართული ოცნების დატოვებას...

კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნების აღმსარულებელ მდივანზე, ირაკლი კობახიძეზე ამბობს, რომ ის...

ოპოზიცია ცრუ ინფორმაციას შექმნის, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები – წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 60%–მდე მხარდაჭერა აქვს. "ბოლო დღეებში გამოქვეყნებული...

ჩემი შვილი უდანაშაულოა – თბილისშია და ხვალ ან ზეგ მოვა – ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში ტერორიზმში ბრალდებული, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და...

მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის 4 წელი – გახარია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ შემდეგი 4 წელი საქართველოს აღმშენებლობის წელი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო