24 საათში ვირუსი დაშალა, აღარავის დასჭირდება ნიღაბი და დისტანცია – რა ვიცით მედიკამენტზე, რომელმაც შეიძლება COVID-ის პანდემია დაასრულოს

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს ახალი მედიკამენტის-მოლნუპირავირის შესახებ. მისი თქმით, ამ მედიკამენტმა შეიძლება კოვიდპანდემიის ისტორიაში შესაძლოა გარდატეხა მოახდინოს.„მოლნუპირავირი“,  ასე ქვია წამალს, რომელზეც მთელი მსოფლიო დიდ იმედებს ამყარებს. პრეპარატზე ახლა ამერიკის 4 სხვადასხვა შტატში კლინიკური კვლევის მეორე და მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

„მოლნუპირავირი რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე და დიდ იმედს ტოვებს, რომ ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.ჯერჯერობით ეს მედიკამენტი არაა ხელმისაწვდომი, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები, ჩვენ შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ მოგიწვიეს ძიება სხვა წამლებისა.

ახლა მოგიყვებით რა წამალია ეს ზოგადად:2020 წლის მარტში დადგინეს, რომ წამალი მოლნუპირავირი, რომელიც არის ანტივირუსული მედიკამენტი და თავიდან განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ, თურმე აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.კვლევა ჩატარდა 100-მდე ადამიანზე, მედიკამენტი შეისწავლეს დიდ ბრიტანეთში და ასევე ამერიკაში. დაადგინეს, რომ წამალს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ.გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოეყენებინათ ეს წამალი მასიურად.2020 წლის ოქტომბერში წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები.

ახლა კი, დეკემბერში, წინა თვეში, დადასტურდა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში.კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს.ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა.

არცერთ ცხოველს 24 საათის შემდეგ აღარ შეეძლო ამ ვირუსის გავრცელება სხვაზე, ეს საოცარი შედეგია. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია 24 საათში ვირუსი ისე დაწიოს, რომ პირი გადამდები აღარ იყოს.

რა მოხდება თუ ეს მედიკამენტი გაივლის მეორე და მესამე ფაზებს წარმატებით?

თუ ასე მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტები ინფექციას აღარ გადასდებენ ერთმანეთს. აღარავინ არ დაინფიცირდება, ვირუსი არავის აღარ გადაედება, არავინ დაიღუპება კოვიდით.კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ აღარ მოგვიწევს იზოლაციები, ხალხის ჩაკეტვა.ეს იმას ნიშნავს კიდევ, რომ თუ სადმე იქნება კოვიდის აფეთქება, დაალევინებ ამ წამალს ადამიანებს და ეს კერაც ჩაქრება.ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია, ჩვენ ამ ყველაფრის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯერ ეს წამალი გადის კვლევების მეორე და მესამე ფაზებს, ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება რამდენიმე თვეში და მაგის მერე, გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია, თუ გათამაშდება რემდესივირის ვარიანტი.

ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.მაგრამ ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს.აღარავის აღარ დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, რისკფაქტორების შეფასება, აღარ იქნება ლოკდაუნები და შეზღუდვები, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!

ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. მათ ძალიან სერიოზული არგუმენტები აქვთ ვაქცინის წინააღმდეგ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ ენდომება დალევს ამ წამალს და თავისუფალია, აღარ გაავრცელებს ამ დაავადებას და არც მას დაემართება მძიმე ფორმით, ეს მედიკამენტი შეასრულებს არა მხოლოდ სამკურნალო როლს, არამედ საპრევენციო როლსაც-ძალიან სერიოზული პოტენცია აქვს ამ წამალს.

წამალმა უკვე გაიარა პირველი ფაზა, პირველ ფაზაში ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა წამალი და ის აღმოჩნდა უსაფრთხო.

მეორე ფაზაში ის მოწმდება 100-ზე მეტ ადამიანზე, დოზირება რამდენია საჭირო, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები. ამავდროულად გადის მესამე ფაზას, მესამე ფაზაში დადგინდება, ის უფრო ეფექტურია თუ სხვა საშუალებები.

არსებული საშუალებებიდან კი ერთი დექსამეტაზონია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს, მაგრამ თვითონ ვირუსზე არ მოქმედებს.

იმის თქმა მინდა, რომ თუ მოლნუპირავირი გაივლის კვლევის ფაზებს ჩათვალეთ, რომ კოვიდპანდემია დასრულდება, კოვიდი ჩაბარდება წარსულს,“  – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია, თვენახევარია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარტნიორია-ბოკერია

ალეკო ელისაშვილი დღეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარნტიორი, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო