25 მლნ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვიხრჩობით ვალებში – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის დაკუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 25 მილიონი, რამდენითაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან ცოტაა.

,,პირველ არხს, საზოგადოებრივს, რამდენი აქვს დაფინანსება? რამდენი? ითვლება, რომ საზოგადოებრივის დაფინანსება [52 მილიონი ლარი წელიწადში] არის მიზერული. ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო [25 მილიონი ლარი წელიწადში]. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის მაქვს 500 000 ლარი. მინდა გითხრათ, რომ ვიხორჩობით ვალებში”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველთან.

მიტროპოლიტის თქმით, მისი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 2006 წელს 42 000 დოლარი იყო, თუმცა დღემდე ისეთ ადგილებში დადის, რომ გაცვითა.

,,ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 000 დოლარი, 2006 წელს, ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს არ არის ცოცხალი, როცა ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, შემომწირა. ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, აბსოლუტურად, ისეთ ადგილებში დავდივარ, ჯავახეთია რა”,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.