298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაშია, 32 – თბილისში – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 298 შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარაშია. როგორც ენდელაძე ამბობს, ახალი შემთხვევებიდან ყველა ინფიცირებულთან კონტაქტია და ყველას კონტაქტები დად. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ გუშინ 294 ახალი შემთხვევა იყო და დღეს მატება მცირეა. რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია:

აჭარაში – 175;

იმერეთი – 38;

თბილისი – 32;

გურია – 16;

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14;

სამცხე-ჯავახეთი – 11;

ქვემო ქართლი – 7;

კახეთი – 4.