33 გარდაცვლილი, 3824 ახალი ინფიცირებული –საქართველოში Covid19-ის ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  100 684-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 927 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 709, აჭარაში – 959, იმერეთში – 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში – 387, აჭარაში – 149, იმერეთში – 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 47, იმერეთში – 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 – თბილისში, 1 672 – აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ხვალ გამოცხადდება, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი 2 თვის მანძილზე – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ...

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება? – მარგველაშვილი

საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. "ოპოზიცია ამტკიცებს და...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა...

არ შევდივართ პარლამენტში და არც დაფინანსებას ავიღებთ – ელისაშვილი

ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილიც აცხადებს, რომ პარტიულ დაფინანსებას არ მიიღებს. მისი...

საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი შეფასებით,...

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 4...

საჭიროების შემთხვევაში, მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტრო მუშაობას გააგრძელებს. მისი თქმით, პრობლემის...

წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს სპეკულაციაა – ირაკლი კობახიძე

ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოქალაქეების წყლის ჭავლით დასველებით კორონავირუსი არ ვრცელდება. მისივე თქმით, ოპოზიცია...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო