4 მარტი: დადასტურდა COVID-19-ის 133 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

4 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 271 872;
  • გამოჯანმრთელებულია – 266 081;
  • გარდაცვლილია – 3 553;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 10 678, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 456; PCR ტესტით – 5 222
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,25%,  ბოლო 14 დღის – 1,65%; ბოლო 7 დღის – 1,25%;
  • კარანტინის რეჟიმში – 316
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 426
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 150