7 თებერვალს “შინდისის” სატელევიზიო პრემიერა გაიმართება

7 თებერვალს, 22:00 საათზე “რუსთავი 2”-ის ეთერში დიტო ცინცაძის სამხედრო დრამის, “შინდისის” პრემიერა გაიმართება. 2019 წელს გადაღებული ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ეპიზოდებს ეხება.

ფილმი “შინდისი” რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ისტორია კი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში განვითარდა, მაშინ, როდესაც საქართველოს მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეული დაესხა თავს. უთანასწორო ბრძოლაში რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა 17 ქართველი სამხედრო მოკლეს. სწორედ ეს ისტორია გახდა რეჟისორის შთაგონების წყარო.