სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ამჟამად ბელგრადში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ირინეოსს კორონავირუსის სიმპტომები ჯერჯერობით არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.