საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 69 681
  • გამოჯანმრთელებულია –  52 169
  • გარდაცვლილია – 599
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები –  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი