9 მარტი: დადასტურდა COVID-19-ის 139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი, ხოლო 10 გარდაიცვალა.

9 მარტის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 273 137
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 267 015 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3601 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 6351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3464, PCR ტესტით – 2887
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,19%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,63%
  • კარანტინის რეჟიმში – 252
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1383
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 114