APPLE-მა 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
APPLE-მა პროექტ TITAN-დან 200-მდე თანამშრომელი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა უპილოტო ავტომობილის შექმნას. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს თანამშრომლები სხვა პროექტებზე სამუშაოდ გადაიყვანეს. მათი თქმით, ეს პროექტის განვითარებას ხელს არ შეუშლის და ამ დროისთვისაც ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩართული ინოვაციური ავტომობილის შექმნაში. კომპანია ამ კუთხით 2019 წელს მნიშვნელოვან წინსვლას გეგმავს და სწორედ ამან განაპირობა ცვლილებები TITAN-ის პროექტში.

2018 წლის აგვისტოში კომპანიამ TESLA-ს ვიცე-პრეზიდენტი და APPLE-ის ვეტერანი ჩაუყენა სათავეში აღნიშნულ პროექტს.
Print
Video ad
ბოლო სიახლეები