კომპანია განვითარებას განაგრძობს:"ბილაინის" პასუხი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას

"ბილაინი" ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას, 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ. 

"2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს. ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა - ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის, ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის",აცხადებენ "ბილაინში".
Print
Video ad
ბოლო სიახლეები