აშშ–მ Huawei თაღლითობაში და ტექნოლოგიების მოპარვაში დაადანაშაულა
აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტს, Huawei Technologies -ს და მის ფინანსურ დირექტორს, მენ ვანჩჟოუს.  მათ ბრალად ედებათ საბანკო თაღლითობა, მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლა და ამერიკული კომპანიის – T-Mobile –სგან ტექნოლგიების მოპარვა.

მენ ვანჩჟოუ აშშ–ს ხელისუფლების მოთხოვნით ვანკუვერში 1 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მიზეზი ამერიკის ხელისუფლების ეჭვი გახდა იმის შესახებ, რომ ის ირანისთვის დაკისრებული სანქციების რეჟიმს არღვევდა.  ვანჩხოუს დაკავებამ და Huawei –ს საქმემ კანადისა და ჩინეთის ურთიერთობებიც გააფუჭა. დაკავებული ქალი Huawei –ს დამფუძნებლის, ჟენ ჩჟენფეის შვილია.

კომპანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის დარღვევის შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი, ტექნოლოგიების მოპარვის საქმე კი უკვე დარეგულირებული სამოქალაქო სარჩელის თემა იყო და სასამართლომ ვერც ზარალი დაადგინა და ვერც განზრახ ბოროტი ქმედება.



აშშ–ს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ Huawei–მ აშშს ხელისუფლებას და ბანკებს არასწორი ინფორმაცია მის ორი შვილობილ კომპანიასთან ურთიერთობების შესახებ, რათა ირანთან ბიზნესი ეწარმოებინა.

მეორე ბრალდება იმ ტექნოლოგიების მოპარვას ეხება, რომელთაც T-Mobile სმარტფონების ტესტირებისთვის იყენებდა.

მენ ვანჩჟოუ 10 მილიონი კანადური დოლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ის ამჟამად ვანკუვერში, თავის სახლში იმყოფება, ელექტრონულ ბრასლეტს ატარებს, სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ქალაქის დატოვება მანამ არ შეუძლია, სანამ აშშ–ში მისი ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები