2 და მეტი ძროხის მფლობელებს მეწარმე სუბიეტად დარეგისტრირება მოუწევთ
2020 წლიდან მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება  და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, ვისაც  ოჯახში 2 ან მეტი ძროხა ჰყავს და ყველსა და რძის ნაწარმს ყიდის.

დარეგისტრირების გარდა ყველა მეწარმე რომელიც რძის ნაწარმს ყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს, ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი რომელშიც პროდუქი მზადდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

ნუგზარ სუარიძე ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულებით ხელმძღვანელი აცხადებს რომ შინამეურნეობების ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და არაკეთილ სინდისიერი მეწარმეებისგან დაცულნი იქნებიან.

„ამ რეგულაციების არ არსებობაქვეყნაში იწვევს იმას, რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა ბებოს ყველის სტატუსით ისარგებლეს და ბებომ ვერ მოიგო აქედან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტები,რომლებიც იწარმოება ჩვენს სოფლებში არის უვნებელი“,-ამბობს სუარიძე.

სურსათის უვნებლობის სააგენტო საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მოკლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს", -აღნიშნულია განცხადებაში.


Print
Video ad
ბოლო სიახლეები