ქართული თხილი ბულგარეთის საზღვარზე არ დაუშვეს

 

ქართული თხილი ბულგარეთის საზღვარზე არ დაუშვეს. შესაბამისი შეტყობინება ევროკომისიის
ვებგვერდზე ბოლოს 17 დეკემბერს გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია რომ რისკის მაჩვენებელი "სერიოზულია".


2018 წლის განმავლობაში ბულგარეთში ქართული თხილი უკვე მერვეჯერ არ დაუშვეს. უარის მიზეზად აფლატოქსინების გადამეტებული რაოდენობა სახელდება.
აფლატოქსინები სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში მიკროტოქსინებია. სურსათის უვნებლობის ექსპერტი ქეთევან დადიანი განმარტავს რომ ეს ნივთიერება ორგანიზმში არსებულ თითოეულ უჯრედს აზიანებს, განსაკუთრებით კი მოქმედებს ღვიძლის უჯრედებზე ასევე კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ აღიარებულია პირველი რიგის კარცენოგენად.თხილის დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს ტრანსპორტირების არასათანადო პირობებმა.


2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

 

Print
Video ad
ბოლო სიახლეები