ცუკერბერგი წლის ლუზერად დასახელდა


 

ჟურნალ ფორბსის ვერსიით ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი 2018 წლის ყველაზე წარუმატებელ ბიზნესმენთა რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამ წელს ის ყველაზე მეტად გაღარიბდა. მისი ქონება 18.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და ამ დროისთვის 52.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ფეისბუქის დამფუძნებელი  2018 წლის წარუმატებელთა სიაში აღმოჩენილი ერთადერთი ამერიკელია.

“წელი, რომელიც დასასრულს უახლოვდება მარკ ცუკერბერგისთვის საშინელი აღმოჩნდა. მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა როგორც ჩანს დიდხანს არ მოასვენებს ფეისბუქს და მის შემქმნელებს.“– წერს გამოცემა.


ხელმოცარულთა რეიტინგში ასევე აღმოჩნდნენ: Zara –ს ბრენდის მფლობელი ამანსიო ორტეგა (მისი დანარარგი 2018 წელს 16.2 მილიარდი დოლარი იყო, რის შემდეგაც მისი ქონება 59.6 მილიარდამდე შემცირდა), გერმანული ავტოკომპონენტებისა და საბურავების მწარმოებელი კონცერნის –  Continental AG–ს  მფლობელი გეორგ შეფლერი (14 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ მისი ქონება 12.9 მილიარდამდე შემცირდა), ინტერნეტ გიგანტ  Tencent – ის დამფუძნებელია მა ჰუატენი (10 მილიარდის დაკარგვის შემდეგ მისი ქონება 35 მილიარდამდე შემცირდა), მსოფლიოში ერთ ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის America Movil–ის მფლობელი, კარლოს სლიმ ელუ (2018 წელს 9.3 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ სულ რაღაც 56 მილიარდის მფლობელია) და სხვები.


2018 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფეისბუქმა 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების გაჟონვა დაუშვა, მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღეში თითქმის 8 მილიარდი დაკარგა. შემდეგ  აშშ–ს კონგრესის წინაშე მოუწია თავის მართლება, მაგრამ ამან მის პრობლემებს ვერ უშველა. ივლისში ცუკერბერგის ქონება 15 მილიარდით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ვერ გაამართლა ინვესტორების მოლოდინები შემოსავლის ზრდის შესახებ.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები