საფრანგეთში ეფლი 25 მილიონით დააჯარიმეს განზრახ შენელებული აიფონების გამო
კომპანია "ეფლი" ძველი აიფონების განზრახ შენელების გამო, 25 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ მიიღო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის,  რომ აიფონის მობილური ტელეონების ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, ძველი ტელეფონები ნელდება, რის გამოც მომხმარებლები იძულებულები ხდებიან ახალი სმარტფონები შეიძინონ.

გამოძიება "ეფლის" ქმედებების გამო, საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ 2018 წელს დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით  კომპანია "ეფლმა" მომხმარებელს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, მათი ძველი თაობის ტელეფონები შენელდებოდა.

წლებია, უკვე მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობს, რომ ძველ "აიფონებში" სისტემა "აიოსის" განახლების შემდეგ, მობილური ტელეფონების სიჩქარე მცირდება, რაც კომპანია "ეფლმა" 2017 წელს ნაწილობრივ აღიარა.

"ეფლი" ამ დრომდე განაგრძობს ძველი მოწყობილობების შენელებას, მათ შორის ასახელებენ მეექვსე, მეშვიდე და მერვე თაობის თითქმის ყველა "აიფონს". სისტემური განახლება ასევე ანელებს "აიფონ იქსს" და "იქს-მაქსს".
Print
ბოლო სიახლეები