ეკონომიკის მინისტრი: სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია არ შემიმჩნევია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოში კორუფცია ნამდვილად არ არის პრობლემა.  ამ კომენტარით მინისტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას შეეხო, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კორუფცია სხვადასხვა ფორმით არსებობს. სასამართლოში, პოლიციაში, პარლამენტში, პროკურატურასა და საჯარო დაწესებულებებში კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ნეპოტიზმია და ვხვდებით ქრთამის აღებას, ბიუჯეტის ფლანგვას პირადი მიზნებისთვის, ოფიციალური ინფორმაციის და ანგარიშების გაყალბებას.

"ნახევარ წლამდე არის რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება და არც მსმენია არავისგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს",განაცხადა გიორგი ქობულიამ.
Print
ბოლო სიახლეები