თიბისი ბანკის სათავო ოფისში Payme-ს შეძენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

2 მაისს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თიბისი ბანკის მიერ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმის, Payme-ს შეძენის შესახებ.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან თიბისი ბანკის და Payme-ს მენეჯმენტის წარმომადგენლები. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, (მე-3 სართული)
Print
ბოლო სიახლეები