“და ჩვენ ვიცეკვეთ” - მორიგი აღიარება ამჯერად ჩიკაგოს კინოფესტივალიდან
ქართულ-შვედურმა ფილმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

როგორც ფილმის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია, ეს არის მეექვსე პრიზი, რომელიც ქვიარ თემატიკაზე შექმნილმა დრამამ მოიპოვა.

ეს გახლავთ ლევან ატკინსის ფილმი, რომელიც ქართულის მოცეკვავე ბიჭის შესახებაა, მას თავისი ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე, ასევე ბიჭი, შეუყვარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი ამ თემაზე და სხვათა შორის, მას სკანდალური გამოხმაურებები არ დაჰკლებია საქართველოში, თუმცა საზღვრებს გარეთ კინოკრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულის შესახებ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს.
Print
ბოლო სიახლეები