მუსიკალური სასწავლებელი როიალის გარეშე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დახმარებას ითხოვს
უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი და ფაკულტეტი, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, ყოვლად გამოუსადეგარი ინსტრუმენტების ამარაა დარჩენილი.   განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა როიალების მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

"კონსერვატორიაში არსებულ პრობლემებს შორის როიალების პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესია.

- ეს საბჭოთა პერიოდის დანატოვარია, რომელიც არც შეკეთებას ექვემდებარება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერც შეცვლას ვახერხებთ.

- კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი.

!!! ვიწყებთ დიდ კამპანიას!!!"- წერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე.

ინტერნეტ გამოცემა "throughthenews"-ი აქვეყნებს სტატიას, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში როიალების მდგომარეობას ეხება. სტატიაში ასახულია ობიექტური რეალობა, ავტორიტეტული პირების მოსაზრებები ასევე სტუდენტების შეხედულება და სურვილები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

"საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტები ინსტრუმენტზე დაკვრას უნდა სწავლობდნენ, სწორედ ინსტრუმენტები, განსაკუთრებით, აუდიტორიებში განთავსებული როიალებია საგანგაშო მდგომარეობაში. არც თუ ისე რთულია ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუციის საკლასო ოთახებში კლავიშებჩავარდნილი ან უცნაური, კლავესინისებრი ჟღერადობის ინსტრუმენტების პოვნა. ეს ინსტრუმენტები ბოლოს 50 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დროს განაახლეს: შემოიტანეს საბჭოთა ქარხნებში “განახლებული” ინსტრუმენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალათ, ამასობაში კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და თბილისის კონსერვატორიას შემორჩა ინსტრუმენტები, რომლებსაც სულ რამოდენიმე წელი ჰქონდა ექსპულატაციის ვადა.'' - განაცხადა კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

"თბილისის კონსერვატორია სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებული დაწესებულებაა და შესაბამისი ფინანსური დახმარების გარეშე კონსერვატორიისთვის სრულიად შეუძლებელია ინსტრუმენტებითან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. აუციელბელია ახალი სასწავლო დანიშნულების როიალების შეძენა, რასაც კონსერვატორია საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს."- აცხადებს კონსერვატორიის ახლად არჩეული რექტორი ნანა შარიქაძე. 


Print
ბოლო სიახლეები