რუმინეთში ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა
24-25 იანვარს რუმინეთში ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართული კულტურის დღეები გაიმართა სადაც ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში პირველად იყო წარმოდგენილი რუმინულ ენაზე ნათარგმნი ბესიკ გაბაშვილის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც.  ასევე გაიმართა ფოტო  გამოფენა  ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი სურათებით და ასევე თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი გამოფენა  " თბილისი,ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს".

ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში ქალაქ იაშში გაატარა.

ღონისძიებაზე გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას განათლების კულტურის სპორტის ჯანდაცვის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა