თბილისში კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა
თბილისში კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა.

კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

12 დეკემბრამდე, „შემოქმედებითი ევროპის“ ბენეფიციარები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ „შემოქმედებით ევროპაში“ განაცხადის წარდგენის პროცესზე.

კონფერენცია „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა