დუშეთში, სოფელ ლაკათხევში ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქიძეების ნასახლარი ტერასულად განლაგებული შეკრული კომპლექსია. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები.

პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, რაც კალოსთვისაც გამოიყენებოდა. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დასავლეთიდან გაჭრილი ფართო სწორკუთხა კარი, რომლის შიდა გადახურვა არქიტრავულია, ხოლო გარედან ვერტიკალურად ჩაწყობილი ქვებით გაკეთებულია ზღუდარი. საცხოვრებელ ოთახებში ვხვდებით სწორკუთხა ნიშებს.

ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლებია: ტერასული სახლების მჭიდრო განაშენიანების არქიტეტურული სახე. ქვის მხატვრული წყობა და სიძველ
ე.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა