ლუვრმა ახალი რეკორდი დაამყარა
მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა მუზეუმმა, პარიზის ლუვრმა 2018 წელს 10 მლიონზე მეტი მნახველი მიიღო. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით ლუვრმა არა მხოლოდ მისივე წინანდელი რეკორდი მოხსნა, არამედ მთელი მსოფლიოს მუზეუმების მაშტაბით მნახველთა რაოდენობის სრულიად ახალი სიმაღლე დაიპყრო. მარტინეზი დასძენს, რომ ამ მიღწევას ხელი შეუწყო ზოგადად პარიზში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის ზრდამ. ლუვრმა სამხატვრო მუზეუმის სახით მუშაობა 1973 წელს დაიწყო. მისი წინა რეკორდი 2012 წელს დაფიქსირდა და 9.7 მილიონი ადამიანი შეადგინა.
Print
ბოლო სიახლეები