ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით 2 წლის ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა. შემთხვევა ესპანეთის ქალაქ მალაგაში მოხდა. სამაშველო ოპერაცია 13 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბიც გათხარეს და 12 დღიანი ძებნის შემდეგ ცხედარს მიაკვლიეს.
Print
ბოლო სიახლეები