უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, ჩვენ კი ჯარიმაც არ გვაქვს - ემზარ კვიციანი (ვიდეო)
„თვით უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, ჩვენ კი ჯარიმაც არ გვაქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ლაფიაშვილს უსმენენ.

ემზარ კვიციანის აზრით,  ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს.

„როგორ შეიძლება ცილისწამება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყოს. როგორ შეიძლება ადამიანს ტყუილი დააბრალო, და ეს დასჯადი არ იყოს, და ამას აკეთებდეს ხელისუფლება?! შეიძლება ადამიანს თოფი ესროლო და ასცდეს, გადარჩეს, მაგრამ ცილისწამება არა მარტო ერთ ადამიანს ხვდება, ხვდება მის ოჯახს მთლიანობაში, ხვდება ბავშვებს, რამდენად არის აქ ბავშვების უფლებები დაცული, როდესაც მის მშობლებს ცილს წამებენ?! ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. თვით უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, და ჩვენ არ გვაქვს კანონში... ჯარიმაც არ არსებობს ცილისწამებაზე“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.


Print
ბოლო სიახლეები