“ ტყუილების ფაბრიკა ხართ...არ გრცხვენიათ მაინც ? “ –„ქართული ოცნება“ vs ჟურნალისტები(ვიდეო)
მოძრაობა “სირცხვილია“ ქართული ოცნების წევრებისა და ჟურნალისტების ურთიერთობის ამსახველ კოლაჟს აქვეყნებს:

“მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი მედია შეზღუდოს.
ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სხვადასხვა ფორმები:

მედია-საშუალებათა მეპატრონეების მიმართ შანტაჟი და მუქარა. მათთვის ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნა და ამ საბაბით კომპანიების დახურვა. სასამართლოში ჩივილი და მოსამართლეთა მიერ მედიის წინააღმდეგ შეკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანა.

ჟურნალისტების მიმართ გახშირდა სიტყვიერი ძალადობა, ანგაჟირებული კრიტიკა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის ფაქტები.“– წერს მოძრაობა “სირცხვილია“. 


Print
ბოლო სიახლეები