ბატონო ფადი ასლებო, იერიშის შანსს არ მოგცემთ, გაფრთხილებთ - ფიფია ბიზნესის თავისუფლებაზე
ბიზნესემნი გოჩა ფიფია ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება და იმ ბიზნესმენებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან წნეხის ქვეშ არიან. ფიფიას თქმით, ეს ბიზნესემენები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ახორციელებენ და თავს ესხმიან სახელმწიფოს. ფიფია ირწმუნება, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თავისუფლებით, უკანასკნელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში, გამორჩეულია.

„პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება, გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა მაშინ, როცა ბიზნესისა და ბიზნესმენების მკვლელობების პროცესები მიმდინარეობდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, ხომ არ თანამონაწილეობდით თქვენც ამ პროცესებშიც? რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო „ფადი ასლებო“, თქვენ ტიპური წარმომადგენლები ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს, მექრთამეობითა და სიყალბით მიაღწიეს სიმაღლეებს, საიდანაც დღეს გვესაუბრებით. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები ასეთი იერიშის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ ნაციზმთან და ე.წ. ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე თუ გონიერი მტერი“, – აცხადებს გოჩა ფიფია.


Print
ბოლო სიახლეები