საერთოდ, გესმით სად იმყოფებით?-სამადაშვილის და ციხელაშვილის დაპირისპირება პარლამენტში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ცილელაშვილს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია ციხელაშვილის უწყებას, რამდენ ადამიანს იტაცებენ და აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ტერიტორიებიდან. სამადაშვილმა ციხელაშვილს განუცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელია, უფრო მეტად, მსხვერპლია საქართველოს ხელისუფლების იმ პოლიტიკის, რასაც რუსეთის მიმართ ატარებს. სალომე სამადაშვილი იმ ხელშეკრულებების პირობებითაც დაინტერესდა, რომლებიც „ინტერ-რაოსთან“ დაიდო და რაშიც 7 მილიონი დაიხარჯა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოპიოზიციონერი დეპუტატი მძიმე თემებით სპეკულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისფლებისკენ ხელის გაშვერას ვერ მიიღებს. „თქვენ ხართ პარლამენტარი და მე მინისტრი“ - განუცხადა ციხელაშვილმა სამადაშვილს.
Print
ბოლო სიახლეები