"კალაძე გაგიჟდა და ბეჰემოთის ძეგლს დგამს"-ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მორაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის ცენტრში ჰიპოპოტამის ძეგლის დადგმის ინიციატივას ეხმაურება.

„აუხსენით კალაძეს, რომ 13 ივნისი იყო არა მოვლენა, არამედ, ტრაგედია, თანაც არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთელი ერის. კალაძე გაგიჟა და ბეჰემოთის ძეგლს დგამს თბილისის ცენტრში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარი უნდა დახარჯოს, თუ მთლიანად საკრებულოს უმრავლსეობა შეიშალა და თვლიან, რომ 13 ივნისის ტრაგედია დაკავშირებულია ბეჰემოთთან და არა ადამიანებთან“? - კითხულობს ლევან ხაბეიშვილი

13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს  ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შესარჩევად მერიამ  კონკურსი უკვე გამოაცხადა.

ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ. დედაქალაქის ბიუჯეტს   ჰიპოპოტამის ქანდაკება დაახლოებით 90 000 ლარი დაუჯდება. 



Print