“გაბოროტებულია, თავდაყირა ლოგიკას ავითარებს“-გია ხუხაშვილი ივანიშვილზე
„საკმაოდ უხარისხო მცდელობა, ისტორია საკუთარ ინტერესებზე მოირგო“ - ასე აფასებეს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ექსპერტის განმარტებით, ივანიშვილი წინააღმდეგობრივ ლოგიკას ავითარებს, როცა ამბობს, რომ სააკაშვილი იყო დიდი საშინელება, მაგრამ თვითონ იცავს სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ სისტემას. „პარადოქსული ლოგიკაა, ურთიერთგამომრიცხავი. თურმე, სააკაშვილს ჰყავდა აი ამ ტკბილი და მურაბა ხალხში ჩანერგილი შალვა შავგულიძე. თავდაყირა ლოგიკას ავითარებს და თვითონ მოდის წინააღმდეგიბაში. თანაგრძნობის განცხდას იწვევს ჩემში, რანაირად შეიძლება ასეთ ადამიანზე გაბრაზდე“- ამბობს გია ხუხაშვილი. მისივე განცხადებით, პოლიტიკურად მოხუცებული რომ  ღრმა ბვაშვობაში ვარდება, ამ მდგომარეობაშია ივანიშვილი. „ვფიქრობ, მისი ინტერვიუები მომავლაში უნდა გავუშვათ კომენტარების გარეშე, ვიღაცა გაიცინებს, ვიღაცა იტირებს“- აცხადებს ექსპერტი. მისივე აზრით, დღეს ივანიშვილისთვის ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, რადგან სწორედ ძალაუფლება გახდა მისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ეს აგდებს დეპრესიაში და დეპრესიას მოსდევს მერე საკუთარი სამყაროს ფორმირება, ცდლობს ამ სამყაროში შეიტყუოს საზოგადოება“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა