უკრაინის პოლიცია ქართველების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის ვიდეოს ავრცელებს
უკრაინის პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც ქართველების მიერ ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტს ასახავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს გუშინ გავრცელდა. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, დაკავებულების მანქანაში ფულითა და ძირფასეულობით სავსე ჩანთის გარდა იარაღიც აღმოაჩინეს, რომლებიც დამატებით ექსპერტიზაზე გაიგზავნა.




Print
მსგავსი სიახლე
15:37 / 08.09.2019
"იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


"ბევრი დრო არ დარჩა როცა, აქ ამ შენობაში ამ დარბაზში,  ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება პარლამენტი, საქართველოს ის პარლამენტი, რომლეიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი კანტორა, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში ამ შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, დიახაც გაგეღიმათ მაგრამ, ეს არის სიმწრის ღიმილი, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ"-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა. მელიამ დარბაზში შესვლამდე  ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შემამკეს".
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა