"რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია?"-რომან გოცირიძე გახარიას (ვიდეო)

„ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის წევრებთან შეხვედრა კლიპ "გახარიას უხარიას" და 20 ივნისის ღამით მომხდარი დარბევის კადრებით გახსნეს.

კლიპის ჩვენების შემდეგ პირველი შეკითხვა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დასვა.

"ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც სვამს ხალხი  3 თვეა ჩვენ ამას ვისმენთ ეკრანებიდან და გვეკითხება ხალხი, რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ამ დანაშაულისთვის ხელისუფლებიდან პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განსასჯელის სკამზე, ისინი მთავრობაში გვევლინებიან. საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?!

20 ივნისის შემდეგ საქართველოში მოხდა იმდენი დანაშაული, რომელიც ეყოფოდა ერთ დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში.რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება.ოქრუაშვილი არის ციხეში, მელია შიდა პატიმრობაშია, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას იმუშაოს პარლამენტში, გვარამიას მიმართ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება.აგერ რუსთავი 2 დახურეთ და იქიდან არ ისმისმართალი სიტყვა.აგრძელებთ მედიასაშუალებების წინააღმდეგ ბრძოლას ,იგივე ტელეკომპანია პირველის მიმართ. ბიზნესი დაატერორეთ, თიბისი ბანკის ხელმძღანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია. გააჩერეთ ანაკლიიის პროექტი. 50-მდე ადამიანი დააპატიმრეთ. კულმინაცია დღეს ადამიანები რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ჩადენილ საქმეებზე, მთავრობაში გვევლინებიან“,- განაცხადა გოცირიძემ.


Print
ბოლო სიახლეები