“თუ ამთავრებთ ნაცმოძრაობას, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად“ - ინაშვილი გახარიას(ვიდეო)
პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის ახალი მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრისას ირმა ინაშვილის მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან ნაციონალურ მოძრაობასთან “რბილი“ მიდგომა იყო. ირმა ინაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა.

„ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს,“ - მიმართა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ფრაქციის სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას უსმენენ.
Print
ბოლო სიახლეები