ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჭრილობები კი ბასრი საგნით არის მიყენებული. პაციენტი  ამ დრომდე კლინიკაში  რჩება.

სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 



Print
ბოლო სიახლეები