არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია-ხაზარაძის ადვოკატი
როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად, - ამის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ხოლო ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად.

არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგან მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, - აღნიშნა ადვოკატმა.


Print
ბოლო სიახლეები