რატომ მოკლა ძმამ ძმა მესტიაში-მკვლელობის დეტალები
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ლაშა არღვლიანია. ის  პედაგოგი იყო და ცხუმარის სკოლაში ასწავლიდა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.მათი მონაყოლით,  სავარაუდო დამანაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიაყენა.


გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.



Print
ბოლო სიახლეები