„ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა“-რას ყვება ოქრუაშვილი

„ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა“- პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ოქრუაშვილი სტატუსში აღნიშნავს, რომ მისი განათლების მიუხედავად, ციხეში ზის, ხოლო უდიპლომოები ქვეყანას მართავენ. 

„ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:

- სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;

- ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;

- უდიპლომო (ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს

ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა - ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.

ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი „რუგზაკით“ დავდიოდი ლექციებზე „ყველაფრის ნამინისტრალი“ ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?

მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული - ილფისა და პეტროვის „თორმეტი სკამი“, ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო“, - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. 




Print
ბოლო სიახლეები