ვინ მოიტაცა მთვარე?- გოცირიძე მიქაუტაძეს (ვიდეო)
ვინ დაწერა მთვარის მოტაცება? - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა  რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მიმართა.

მიქაუტაძემ უპასუხა, რომ გარემოებას გააჩნია, სასჯელი სხვადასხვაა.

ამის შემდეგ გოცირიძემ გარემოება დააკონკრეტა და იკითხა "რამდენია სასჯელი მთვარის მოტაცებაზე?“

მიქაუტაძე პასუხობს, რომ პატივს სცემს იუმორის გრძნობას, თუმცა ის ამისთვის არაა მისული.
გოცირიძემ მიქაუტაძეს ბოლოს ჰკითხა ვინ დაწერა "მთვარის მოტაცება", რასაც მცირეხნიანი დუმილი მოჰყვა. 

გოცირიძემ კითხვა მეორეჯერ გაიმეორა, რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ნაწარმოების ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა.


Print
ბოლო სიახლეები