ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება.  ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

ადვოკატმა გირაოსთან ერთად, შუამდგომლობაში სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც მოითხოვა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
Print
ბოლო სიახლეები