"ვა კახი ირუჯები?"-როგორ ისვენებენ ლაგუნა ვერეზე დავით ნარმანია და კახი კალაძე
"ვა კახი, რას შვები ირუჯები?'- გავერანებული "ლაგუნა ვერედან" სახალისო კლიპი ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა შალვა კარელიძემ გადაიღო.

კლიპში  კარელიძე თბილისის მერს კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. კლიპში გაშარჟებულია დავით ნარმანიაც, რომელსაც კლიპის მთავარი გმირი  ნარდს  "ეთამაშება".

შეგახსენებთ, რომ უკვე 5 წელზე მეტია, რაც საცურაო აუზი "ლაგუნა ვერე" აღარ ფუნქციონირებს. კალაძის საარჩევნო კლიპში, ლაგუნა ვერეში წყალი ესხა.

ლაგუნა ვერეს დახურვის მიზეზად 2013 წლის დეკემბერში არა მომგებიანობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა დასახელდა.



Print
ბოლო სიახლეები