ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - ახალგორში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი- ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი გარდაიცვალა. მან სათანადო მკურნალობა ვერ მიიღო, ხოლო ჩაკეტილი საზღვრის გამო თბილისის კლინიკაში არ გადმოიყვანეს.

ოჯახის ინფორმაციით, ის ახალგორში მეხანძრედ მუშობდა და გუშინ გახდა შეუძლოდ.

დაღუპულის დედა წეროვანში იმყოფება. ჩაკეტილი საზღვრის გამო, ის შესაძლოა შვილის დაკრძალვას ვერ დაესწროს.
Print
ბოლო სიახლეები