საზარელი ავარია რუსთავის გზაზე- დაღუპულია 4 წლის ბავშვი და 51 წლის
ქალი. დაშავებული 10 წლის ბიჭის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გუშინ მოხდა
ერთმანეთს "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები
დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
ვიდეოკადრებს შემთხვევის ადგილიდან
"ინფორუსთავი" ავრცელებს.