ახალციხეში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ავარია ფარეხასთან გამთენიისას მოხდა. ერთი დაშავებული, 24 წლის მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს.

„დაშავებულს ხერხემალი აქვს დაზიანებული და თბილისში გავწერეთ“,– აცხადებენ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისრტომ გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.



Print
ბოლო სიახლეები