თალაკვაძე იწმუნება, რომ დასასვენებლად საზღვარგარეთ არ ყოფილა-ფოტოები თვითმფრინავიდან: თალაკვაძე, კალაძე და ანუკი არეშიძე
თალაკვაძე კვლავ ტყუილში ამხილეს . ფოტოები. რომელიც ექსკლუზიურად "მთავარმა არხმა" გაავრცელა თვითმფრინავშია გადაღებული და მასზე პარლამენტის თავმჯდომარე, კახი კალაძე და ანუკი არეშიძე არიან.


ამასობაში კი პარლამენტის თავმჯდომარემ ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა. პარლამენტის თავმჯდომარის გვერდმა კი თალაკვაძის ვიდეომიმართვაც განათავსა, სადაც ის ირწმუნება, რომ თბილისში იმყოფებოდა. ეს ვიდეომიმართვა გვერდზე დასპონსორებულია და მისი გარეკლამებისთვის თანხა გადაიხადეს.

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ასევე  გაავრცელა ინფორმაცია, რომ თალაკვაძე სტამბოლის რეისით მასთან და გიგი წერეთელთან ერთად ჩამოფრინდა.




Print
ბოლო სიახლეები