ბოლო ინფორმაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა".

"მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას - 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი", განაცხადა გამყრელიძემ.

Print
მსგავსი სიახლე
19:39 / 17.11.2019
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ  ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს. 


"მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.

დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ - ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი "დიახ"!

მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს - ცხოვრება შედგა ''- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები