ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. გამშვებ პუნქტს მხოლოდ ახალგორელი პაციენტებისთვის სპეციალური პირობებით ხსნის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარზე გადაადგილების რეჟიმი გაამარტივა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრების უფლება მიეცეთ ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც არ აქვთ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


Print
ბოლო სიახლეები